fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: რას უნდა უფრთხილდეთ “შავ პარასკევს”?

“შავი პარასკევი” ახლოვდება და მომხმარებელთა უმრავლესობა ცდილობს სასურველი პროდუქცია რაც შეიძლება დაბალ ფასად შეიძინოს.

საბერძნეთის სამომხმარებლო ცენტრის დირექტორი, ათენა კონტოიანი, ამ დღესთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს იძლევა და მომხმარებლებს ურჩევს, რომ შერჩეული ნივთები შეადარონ მის ფასს და ამ გზით განსაზღვრონ, რამდენად ღირებული და სასარგებლოა ამა თუ იმ პროდუქციის შეძენა.

“ასევე რეკომენდებულია მაღაზიის ვებ-გვერდებით სარგებლობა, რადგან მისი მეშვეობით, უფრო ადვილად შეძლებთ ფასების შედარებას და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაც გაგიმარტივდებათ. მომხმარებელს შევახსენებ, რომ ფიქტიური შეთავაზებები მცდარი კომერციული პრაქტიკაა და იგი კანონით აკრძალულია. ასევე, აკრძალული პრაქტიკაა პროდუქტზე ზედმეტად მაღალი და შეუსაბამო ფასის დადება”, – დაამატა კონტოიანიმ.

“სამომხმარებლო დაცვის კოდექსის თანახმად, ფასდაკლებების და აქციების დროს, სავალდებულოა, რომ მითითებული იყოს, როგორც სტანდარტული (ანუ ძველი) ფასი, ასევე, პროდუქტის ამჟანიმდელი (ფასდაკლებული) ღირებულება. გარდა ამისა, ზოგადი წესის თანახმად, ნაჩვენები უნდა იყოს ფასკლების პროცენტული მაჩვენებელიც”, – აღნიშნა მან.

“ასევე, ყურადღება მიაქციეთ ონლაინ მაღაზიებს და სოციალური ქსელის გვერდებს, რომლებიც საბერძნეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყანაში არსებობს. საიტზე სრულად უნდა იყოს მითითებული კომერციული ინფორმაცია (კომპანიის სრული სახელი, საფოსტო მისამართი, GEMI სარეგისტრაციო ნომერი, VAT ნომერი, e-mail). ელექტრონული შოპინგი ყოველთვის საიმედო არ არის. ასევე, ვურჩევთ მომხმარებლებს, რომ ყველა ონლაინ ტრანზაქციის მტკიცებულება შეინახონ, რათა პრობლემის შემთხვევაში შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა”, – დაამატა ცენტრის დირექტორმა.

 

 

onalem

ტესტ