fbpx
საზოგადოება

თესალონიკში 26 წლის ქართველი ბიჭი გაუჩინარდა – საქმეში ჩართულია პოლიცია

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში, 26 წლის ქართველ ბიჭს, ოთარ ჩოხელს ეძებენ.

ახალგაზრდა ქართველი გუშინ ტუბას ტერიტორიიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ ოჯახი მის კვალზე ვერ გადის.

საქმეში ჩართულია საბერძნეთის პოლიცია და ფიქრობენ, რომ მისი სიცოცხლე შეიძლება საფრთხის ქვეშ იყოს.

გაუჩინარების დღეს ოთარს ეცვა ზოლიანი მწვანე-ცისფერი მაისური, შავი შორტი, შავი სპორტული ფეხსაცმელი.

ნებისმიერ ადამიანს, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს ბიჭთან დაკავშირებით, ვთხოვთ, დაუყოვნებლივ დარეკოს ნომერზე, 1065 ან პოლიციაში.

ინფორმაციის განახლება 12:04 სთ-ზე: ოთარი იპოვეს, კარგად არის

onalem

ტესტ