fbpx
ჯანმრთელობა

კუნძულზე მომუშავე 100-მდე თანამშრომელმა სამსახური შემოწმების გარეშე დატოვა – განგაში და დეზინფექცია მიკონოსზე

გავრცელებული ინფორმაციით, კოსმოპოლიტურ კუნძულ მიკონოსზე ცნობილ სანაპირო ბარებში, Nammos და Scorpios კორონავირუსი ათობით ადამიანს დაუდგინდა. ისინი არიან იქ მომუშავე ადამიანები, რის გამოც კუნძულზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და მიმდინარეობს ყველა იმ ტერიტორიის დეზინფექცია, სადაც ერთი ინფიცირებული მაინც ფიქსირდება.

მიმდინარეობს ტუალეტების, სამზარეულოს და შეზლონგების დასუფთავება-დეზინფექციაც, მაგრამ ყველაზე დიდ შფოთვას იწვევს ფაქტი, რომ Nammos-ის დაახლოებით 100-მდე თანამშრომელმა მუშაობა ისე დაასრულა, რომ ვირუსზე არ შემოწმებულა.

უცნობია, იმყოფებიან ისინი ისევ კუნძულზე, თუ იქაურობა დატოვეს, ეს კი კონტაქტების დადგენას კიდევ უფრო ართულებს. პროტოკოლის მიხევით, თითოეულმა უნდა გაიკეთოს ტესტი ან შევიდეს თვითიზოლაციაში.

onalem

ტესტ