fbpx
საზოგადოება

“საბერძნეთში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში” – მონიკა ბელუჩი

როგორც უკვე ცნობილია, მონიკა ბელუჩი იროდიოს სცენაზე მარია კალასის როლს შეასრულებს. რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი დადგება, მსახიობმა φλΕΡΤ-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საბერძნეთზე ისაუბრა:

“ჩემი აზრით ძალიან ძნელია, რომ მარია კალასს შეადარო თავი, რადგან მას ჰქონდა დიდებული ქალური თავისებურებები და იყო ბრწყინვალე ხელოვანი. ძალიან ფრთხილად ვარ, რადგან დიდ პატივს ვცემ.

ჩავთვალე, რომ ეს დიდი გამოცდილებაა და ჩვენს საქმეში ყოველთვის დიდ გამოწვევებს ვეძებთ.

მე მიყვარს საბერძნეთი! არ ვიცი რატომ, მაგრამ საბერძნეთში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მგონი არ არის შემთხვევითობა, რომ ვთამაშობ მარია კალასს. ის არის ბერძენი და ეს, ალბათ, იყო მთელი კულტურა და ურთიერთობა საბერძნეთსა და იტალიას შორის, ათენსა და რომს შორის. მე ვფიქრობ, რომ ვარ ამ ორი კულტურის “ქალიშვილი”, ამბობს იტალიური კინოს ვარსკვლავი და მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალი.

onalem

ტესტ