fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: 15 წლის ბავშვი სახლში გარდაცვლილი იპოვეს – 2 დღით ადრე pfizer-ით აიცრა

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია, რომლის მიზეზებიც ჯერ დადასტურებული არ არის, არკადიას ერთ-ერთ სოფელში მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 15 წლის ბიჭი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა სახლში გარდაცვლილი იპოვა.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ბიჭი სრულიად ჯანმრთელი იყო და რაიმე პრობლემა არ აწუხებდა, რასაც შეიძლებოდა მისი გარდაცვალება გამოეწვია, პარალელურად კი, გამორიცხულია კრიმინალური დანაშაულის შესაძლებლობა, ვინაიდან სახლში მტკიცებულებები არ აღმოჩნდა.

მოზარდმა სულ მცირე ხნის წინ Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა, მისი ბიძაშვილი კი, პირდაპირ ამბობს, რომ მისი სიკვდილის მიზეზი სწორედ ვაქცინაა, რადგან მოზარდი სრულიად ჯანმრთელი იყო.

დაგეგმილია ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზები დადგინება.

onalem

ტესტ