fbpx
საქართველო

საქართველო ფულადი გზავნილებით მეტ თანხას იღებს, ვიდრე უცხოური ინვესტიციებიდან

დღეს საქართველო ფულად გზავნილებზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. 2017 წლის შემდეგ ფულადი გზავნილების მოცულობა ქვეყანაში შემოსულ FDI-ის აღემატება, რაც საერთაშორისო ინვესტორთა მხრიდან საქართველოს მიმართ ყურადღების შემცირებითაა განპირობებული.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, პარალელურად, მზარდია ფულადი გზავნილები, 2021 წლის 7 თვეში გზავნილები 35%-ით გაიზარდა და $1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანად 2020 წლის უცხოურ ინვესტიციებზე 2.5-ჯერ მეტია.

მსოფლიო ბანკის უკანასკნელი შეფასებით, რომელიც 2019 წლის მონაცემებს ეფუძნება, ფულადი გზავნილები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ის ოდენობისაა, რაც მსოფლიოს მასშტაბით 21-ე პოზიციაა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფულად გზავნილებზე უფრო მაღალი დამოკიდებულების მაჩვენებელი მხოლოდ უღარიბეს განვითარებად და საქართველოზე ღარიბ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებშია.

რაც შეეხება ფულადი გზავნილების წყაროებს – კვლავინდებურად, ყველაზე მეტი ფული რუსეთის ფედერაციიდან შემოდის, საიდანაც მიმდინარე წლის 7 თვეში $225 მილიონი გადმოირიცხა. $215 მილიონით მეორე ადგილზეა იტალია, $161 მილიონით მესამეზე აშშ, მეოთხე ადგილს კი $142 მილიონით საბერძნეთი იკავებს. გზავნილების მთავარი ქვეყნების რეიტინგი საქართველოდან ემიგრაციაში წასული მოსახლეობის განაწილებას ასახავს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა კი 2020 წელს განახევრდა და $572 მილიონი დოლარი შეადგინა. კლება გაგრძელდა 2021 წელსაც და პირველ კვარტალში FDI-ის სახით ქვეყანამ მხოლოდ $132 მილიონი მიიღო. 2020 წელს ინვესტიციების კლება პანდემიით იყო გამოწვეული, თუმცა საგულისხმოა, რომ FDI-ის მოცულობა იქამდეც რამდენიმე წლის განმავლობაში მცირდებოდა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და მისი საერთაშორისო მიმზიდველობა შემცირებულია.

onalem

ტესტ