fbpx
საქართველო

საქართველოს მოქალაქეობას ფასი ედება: Global Passport Index-ის რეიტინგი!

რაც უფრო იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებში მოგზაურობაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის ფარგლებში შეუძლიათ, მით უფრო რთული ხდება საქართველოს მოქალაქეობის მიღება.

Global Passport Index-ის რეიტინგში საქართველომ წლის განმავლობაში ხუთი პუნქტით გაიუმჯობესა პოზიცია და ამ დროისთვის ის 39-ე ადგილზეა.

დღეისათვის ქართული პასპორტის მფლობელებს უვიზოდ მსოფლიოს 74 ქვეყანაში აქვთ შესვლის უფლება, 41-ში კი ვიზის მიღება ადგილზე ჩასვლისთანავეა შესაძლებელი.

გასაკვირი არ არის, რომ ამგვარ ვითარებაში საქართველოს მოქალაქეობაზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. გამომდინარე აქედან, ქვეყნის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოში გაამკაცრა უცხოელებისთვის მოქლაქეობის მინიჭების წესები.

  • მაგალითად, თუ მანამდე საქართველოს მოქალაქის უცხოელ მეუღლეს ქართული პასპორტის მისაღებად ქვეყანაში ცხოვრების ორი წელი ჰყოფნიდა, ახლა ასეთმა პირმა საქართველოში მინიმუმ 5 წელი უნდა იცხოვროს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოებს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით.
  • ჩვეულებრივ რეჟიმში მოქალაქეობის მისაღებად კი აუცილებელია, რომ პირს საქართველოში ცხოვრების 10 წლის „სტაჟი“ ჰქონდეს, ნაცვლად მანამდე დადგენილი 5 წლისა.

გამკაცრებულია გამონაკლისის სახით მოქალაქეობის მიღების წესებიც.

  • მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფოს ინტერესებს წარმოადგენს, თუ მაძიებელი საქართველოს თავის სამშობლოდ მიიჩნევს, ან მისი წინაპრები ან ის თვითონ წარმოშობით საქართველოდანაა.
  • მოქალაქეობის მიღება გამონაკლისის სახით ასევე შეუძლია პირს, რომელსაც ქვეყანაში განხორციელებული აქვს ინვესტიციები, ან გეგმავს მათ განხორციელებას და აპირებს შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი.
  • ქართული პასპორტის მიღების შანსი აქვთ წარმატებულ მხატვრების, სპორტსმენებს, მეცნიერებს, რომელთაც სურთ საქართველოს სახელით მოღვაწეობა.
  • გამონაკლისის სახით მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში უცხოელს აღარ სჭირდება სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმა.

მოქალაქეობის მიღების კრიტერიუმები ყველა შემთხვევაში განსხვავებულია, მაგრამ არსებობს ორი პირობა, რომელსაც ყველა მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს — ქართული ენისა და ისტორიის ცოდნა.

 

წყარო: sputnik-georgia.com

onalem

ტესტ