fbpx
საზოგადოება

სულისშემძვრელი კადრები სასამართლოდან – იოანა პალიოსპირუს პირველი საჯარო გამოჩენა

დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა… დღე, რომელსაც მჟავით სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი, იოანა პალიოსპირუ, 1 წელზე მეტი ელოდებოდა. ქალი, რომელსაც მთელი სახე განადგურებული აქვს, პირველად წარსდგა საჯაროდ, სასამართლო პროცესზე მიმავალი.

ადგილზე ჟურნალისტების წარმოუდგენელმა რაოდენობამ მოიყარა თავი, ყველას სურდა, რაიმე ეკითხა მისთვის, დაეფიქსირებინათ, როგორ გამოიყურება ქალი, რომელსაც აღარასოდეს ექნება ისეთი სახე, როგორიც ჰქონდა.

ამ წუთისთვის მიმდინარეობს პროცესი, რომელზეც 36 წლის თავდამსხმელის, ეფის ბედი გადაწყდება. იოანა დარბაზში თავის ადვოკატებთან ერთად იმყოფება, მათ შორის არის აპოსტოლოს ლიტრა. ხოლო ბრალდებულს, როგორც ცნობილია, ასევე უძლიერესი ადვოკატი, საკის კეხაგიოღლუ იცავს.

აღსანიშნავია, რომ კეხაგიოღლუმ თანაგრძნობა გამოხატა იოანას მიმართ და სთხოვა, რომ მისი პროცესზე ყოფნა აღექვა, როგორც სამუშაო პროცესი. უთხრა, რომ ის უბრალოდ საკუთარ საქმეს შეასრულებდა, როგორც ადვოკატი.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ