fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ტერორისტული ორგანიზაციის ბერძენ ლიდერს ციხიდან 2 დღიანი შვებულება მისცეს

ტერორისტული ორგანიზაციის ”17 ნოემბრის” ლიდერი დიმიტრი კუფონტინასი 15 წლის წინ გაასამართლეს და 11-ერ მიუსაჯეს უვადო პატიმრობა. ამდენი ხნის მანძილზე მან პირველად მიიღო 2 დღიანი შვებულება ციხიდან. ათენის საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ კუფონტინასი კორიდალოს მაქსიმალურად დაცულ საპყრობილეში იხდის სასჯელს და ცოტა ხნის წინ შვებულება მოითხოვა. ციხის დაბჭომ მოთხოვნა განიხილა და პროკურორმა ჩათვალა, რომ მისი დაკმაყოფილება შესაძლებელი იყო.

აღნიშნული ორგანიზაცია საბერძნეთში 1975 წლიდან 2002 წლამდე მოქმედებდა. მათ ანგარიშზეა აფეთქებები, ქურდობები, 23 ამერიკელის, ბრიტანელი და თურქი დიპლომატებისა და ბიზნესმენების მკვლელობა. საქმეში სულ 14 ადამიანი მონაწილეობდა.

ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის ორდღიანმა არდადეგებმა საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. საბერძნეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, დორა ბაკოიანისი, რომლის მეუღლეც, ჟურნალისტი პავლოს ბაკოიანისი, სწორედ მათ მიერ მოწყბილი ტერორისტული აქტისას დაიღუპა, აცხადებს: ”როგორ შეიძლება მთავარი მკვლელის გათავისუფლება, თუნდაც 2 დღით. ის ათენში თავისუფლად ივლის? და ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ამ ორ დღეში არაფერი მოხდება?”

კუფონტინასის შვილი აცხადებს, რომ მისი მამის გათავისუფლება სრულად ლეგალური და სწორი გადაწყვეტილებაა.

onalem

ტესტ