fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთმა პალესტინელი ხალხის დასახმარებლად ეგვიპტეში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი ისრაელთან სტრატეგიულ ურთიერთობებს ამყარებს, ყურადღების მიღმა არ რჩებიან პალესტინელი მოქალაქეები, რომლებიც საომარ მდგომარეობას ეწირებიან, ხოლო ვინც ცოცხალი რჩება, ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის.

როგორც ირკვევა, ბერძნულმა მხარემ ეგვიპტეში C-130-ით დიდი რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტარა, რომელსაც ღაზას სექტორში უახლოეს მომავალში გადაიტანენ. ხომალდს კაიროში დახვდა საბერძნეთის ელჩი ეგვიპტეში და შეასრულეს ყველა საჭირო პროცედურა, რომ პალესტინელ ხალხს მალე ჰქონდეს წვდომა ელემენტარულ დახმარებაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, რომ ეგვიპტის ხელისუფლებასთან მუდმივ კონტაქტსა და თანამშრომლობაშია, რათა ტვირთის გადატანა მოკლე დროში მოხდეს.

onalem

ტესტ