fbpx
მოგზაურობასაბერძნეთი

რატომ ღირს ათენში კიდევ ერთი დღის გატარება!?

თუ თქვენ უკვე მოინახულეთ ათენში მუზეუმები, იყავით ტრადიციულ ტურებზე ქალაქის მასშტაბით და ფიქრობთ, რომ უკვე დროა კუნძულებს ეწვიოთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით! აქ ბევრი ადგილია, რომელიც თვალში არ გვხდებათ, მაგრამ ნამდვილად გაქვთ რამდენიმე მიზეზი, კიდევ ერთი დღით დარჩეთ დედაქალაქში.

1) მიირთვით ყავა Athens Gate Hotel-დან და დატკბით აკროპოლის ულამაზესი ხედებით.

2) აუცილებლად უნდა მოინახულოთ აგიოს ნიკოლაოს ეკლესია პლაკაზე.

ეკლესია 11 საუკუნეში აშენდა და ბიზანტიური ეპოქის დიდებული ღირშესანიშნაობაა. აქ დღესაც აღესრულება ეკლესიური მსახურება.

3) ანაფიოთიკა

ეს ადგილი კუნძულის პატარა სოფელს მოგაგონებთ. თქვენ არ დაიჯერებთ, რომ ათენში ხართ, როდესაც ამ ვიწრო, მოხატულ ბილიკებს შორის გაისეირნებთ.

4) ადგილი პლაკაზე, სადაც კიბეზე შეგიძლიათ მიირთვათ.

საუკეთესო გზა იმისთვის, რომ დაისვენოთ, როგორც ადგილობრივებმა, არის ესტუმროთ უძველესი პლაკას კიბეებს. მიირთვათ ყავა, საჭმელი და იგრძნოთ თავი, როგორც ბერძენი.

5) Brettos

თუ თქვენ ეძებთ ადგილს, სადაც ათენის განსხვევბულ ისტორიულ სახეს ნახავთ, Brettos საუკეთესო ადგილია ამისთვის. აქ არის უძველესი არყის სახდელი ქარხანა. სასმლის მრავალფეროვნება და დეკორი ნამდვილად გაგაოცებთ, ამიტომ მოიმარჯვეთ თქვენი კამერები.

6) დაჯავშნეთ ტური ” ეს ჩემი ათენია” და მიეცით საშუალება ადგილობრივებს დაგათვალიერებინონ გარემო.

პირადი გიდის დანიშვნა საუკეთესო საშუალებაა, ინახულოთ ქალაქის ყველა ღირშესანიშნაობა.

onalem

ტესტ