fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

კრეტა: მოსწავლეებს გაკვეთილები ეკლესიაში უტარდებათ, რადგან სკოლაში საკმარისი ოთახები არ არის

კრეტადან, კერძოდ, ირაკლიოდან, დაუჯერებელი კადრები ვრცელდება. გამომდინარე იქიდან, რომ უმაღლესი კლასის მოსწავლეებისთვის სკოლაში საკმარისი საკლასო ოთახები არ არის, მოსწავლეები იძულებულნი არიან ეკლესიაში მივიდნენ, რომ გაკვეთილებს იქ დაესწრონ.

ტელეკომპანია ΕΡΤ-ის ინფორმაციით, სასკოლო კომპლექსის ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისი და ორი ცალკეული ოთახის გამოყოფის მოთხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილდა. მიუხედავად იმისა, რომ საუბარია განახლებულ სკოლაზე, ოთახების რაოდენობა არ არის საკმარისი მოსწავლეთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. გამომდინარე იქიდან, რომ სხვა გამოსავალი ვერ მოიძებნა, მოხდა ეკლესიის კონკრეტული ადგილის გაწმენდა, გათბობა და მოსწავლეებს გაკვეთილები სწორედ იქ უტარდებათ.

სკოლის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ეკლესია ნამდვილად არ არის საგაკვეთილო პროცესისთვის შესაბამისი ადგილი, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი აღმოჩნდა, რადგან არ უნდათ სკოლიდან ბავშვები “გაყარონ”.

onalem

ტესტ