fbpx
საბერძნეთი

ათენი: მთელი თებერვლის განმავლობაში უფასო ანალიზები მკერდის, საშვილოსნოს და პროსტატის კიბოს პრევენციისთვის

სიმსივნის წინააღმდეგ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 4 თებერვალს არის, ათენის მუნიციპალიტეტი, მუნიციპალურ კლინიკებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორატთან თანამშრომლობით, აწყობს “პრევენციისა და ჯანმრთელობის თვეს“, რომელიც უზრუნველყოფს უფასო პროფილაქტიკური გამოკვლევებს თებერვლის თვის განმავლობაში.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სიმსივნესთან ბრძოლას, რომელიც სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ. ათენის მუნიციპალიტეტი მთელი თებერვლის მანძლზე აძლევს შესაძლებლობას ყველას, ვისაც სურს, დანიშნოს გამოკვლევები, განსაკუთრებით ქალებს და ჩაიტარონ შესაბამისი პროცედურა, პრევენციის მიზნით. ეს ეხება, ქალების შემთხვევაში, მკერდის და საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკას, ხოლო მამაკაცებისთვის პროსტატის კიბოს პროფილაქტიკას.

“კიდევ ერთხელ, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და უპირველეს ყოვლისა სიმსივნის პრევენციაში წვლილის შეტანას. ჯანმრთელობის პირველ ადგილას დაყენებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მუნიციპალური კლინიკების განახლებას, მათი სერვისების გაძლიერებას ყველასთვის, უფასო პრევენციული მედიცინის პროგრამებით. ამავდროულად, ჩვენ ვაკომპლექტებთ კლინიკებს უფრო სპეციალიზებული პერსონალით, რითიც საშუალებას მივცემთ ჩვენს უფრო და უფრო მეტ მოქალაქეს, ჰქონდეთ წვდომა პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისზე“, – აცხადებს ათენის მერი, კოსტას ბაკოიანი.

გამოკველების ჩასატარებლად შეგიძლიათ მიმართოთ მუნიციპალურ კლინიკებს ან პირად ოჯახის ექიმს, საჭიროა ფლობდეთ სოციალური დაზღვევის ნომერს, ΑΜΚΑ.

onalem

ტესტ