fbpx
საბერძნეთი

სოტირის ციოდრასი ორი პირბადით პარლამენტში: “ათენში საქმე რთულად არის, კორონავირუსს ზომები ვერ აჩერებს”

ინფექციონისტი და საბერძნეთის ექსპერტთა საბჭოს წევრი, სოტირის ციოდრასი, დღეს პარლამენტში ორი პირბადით გამოჩნდა. პროფესორმა ქვეყანაში პანდემიის განვითარების ტენდენციაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ათენში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებით აღელვებს.

“ახლა ატიკის რეგიონს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ასევე, ახაიასა და ლასითის ტერიტორიებს. ათენის ცენტრში ვირუსი ვრცელდება დიდი სისწრაფით. 

ატიკის რეგიონის ჩრდილოეთით ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია 81%-ით, 67%-ით ცენტრში, ხოლო დასავლეთ ატიკაში 123%-ით. ამ ადამიანთა საშუალო ასაკი არის 40 წლის ზემოთ. რაც შეეხება ჰოსპიტალიზირებულთა ასაკს, 75%-ის ასაკი არის 55 წელზე მეტი.

კორონავირუსი ზომებს აღარ ემორჩილება და ეძებს გზებს, რომ ის კიდევ უფრო დიდხანს დარჩეს ჩვენს შორის. ის აქ არის და უფრო და უფრო მეტად ახდენს ზეწოლას.

ამ ეტაპზე საუკეთესო მდგომარეობა არის მხოლოდ იპიროს ტერიტორიაზე,” განაცხადა პროფესორმა.

onalem

ტესტ