fbpx
საბერძნეთი

“შესაძლოა ატიკაში დაწესდეს გადაადგილების აკრძალვა 18:00 საათიდან” – საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრი

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, მიხალის ხრისოხოიდისმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად ღიად რჩება საკითხი, რომ ატიკაში, სხვა “წითელი” ზონების მსგავსად, გადაადგილება აიკრძალოს 18:00 საათიდან.

“ეს არის საკითხი, რომელიც ახლა განიხილება,” ამბობს ხრისოხოიდისი და ამატებს, რომ ახლა ვიმყოფებით კრიტიკულ პერიოდში, რის გამოც, მთავრობა მიიღებს ყველანაირ ზომას, რომელთა დაწესების რეკომენდაციასაც გასცემს ექსპერტთა საბჭო.

“შესაძლოა მკაცრი ზომების მიღება გახდეს საჭირო ადგილობრივად. ახაია, ატიკა და პატრასი ახლა ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან და აუცილებლად უნდა ავირიდოთ თავიდან უარესი.

პოლიციის ის განყოფილებები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონტროლზე, უკვე ძალიან დაიღალნენ, გუშინდელი დღიდან მიმდინარეობს იმ ადამიანთა “დაშლა” , რომლებიც ყიდულობენ ყავას ან სხვა პროდუქტებს და შემდეგ ჩერდებიან და თავს იყრიან ამავე კაფეებთან. როგორც უკვე ცნობილია, 2 თებერვლიდან აკრძალულია გარე ტერიტორიებზე გაჩერებაც კი,” აცხადებს ხრისოხოიდი.

მინისტრი ხვალ თესალონიკში გაემგზავრება, საქმიანი ვიზიტით და მას თან ახლება ნიკოს ხარდალიასიც.

 

onalem

ტესტ