fbpx
საბერძნეთი

სკანდალი საბერძნეთში: 35 წლის მასწავლებელი საკუთარ 13 წლის მოსწავლესთან ერთად საზღვარგარეთ გაქცევას გეგმავდა

ბერძნული მედიის საშუალებით კიდევ ერთი შოკისმომგვრელი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ ნეა ერითრეაში 35 წლის მასწავლებელს ურთიერთობა ჰქონდა საკუთარ 13 წლის მოსწავლესთან და არც მეტი არც ნაკლები, მას სთავაზობდა ერთად გაქცეულიყვნენ საზღვარგარეთ.

ამ ამბის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბიჭის დედამ კომპიუტერში მათი მიმოწერა წაიკითხა. ქალი შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა და მაშინვე პოლიციას გადასცა მასალა.

ოფიციალური ცნობებით, კომპიუტერში აღმოჩნდა საკმაოდ ინტიმური ხასიათის საუბრები და უხამსი ქმედებების დამადასტურებელი კადრები.

პროკურორს ამ დრომდე არ გაუცია 35 წლის მასწავლებლის დაპატიმრების ორდერი, მაგრამ ის ოფიციალური ჩვენების მისაცემად უნდა გამოცხადდეს მომდევნო რამდენიმე დღეში.

 

 

onalem

ტესტ