fbpx
საბერძნეთი

250 ახალი ელექტრო ავტობუსი საბერძნეთში – ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში ისინი ქუჩებში ივლიან

საბერძნეთში “მწვანე შუქი” აინთო ხელშეკრულების გაფორებაზე, რომელიც ახალი ელექტრო ავტობუსების შემოყვანას ეხება. საუბარია ჩინური წარმოების YUTONG BUS-ებზე, რომლებიც საბერძნეთში უახლოეს მომავალში ივლიან და მგზავრებს ისე მოემსახურებიან, რომ გარემოს არ დააბინძურებენ, ვინაიდან ელექტრო ენერგიაზე იმუშავებენ.

როგორც ტელეკომპანია ΕΡΤ იუწყება, წინასახელშეკრულებო აუდიტის კონტექსტში სასამართლომ ხელშეკრულების პროექტი დაამტკიცა და გაფორმებიდან 6 თვეში ეს ავტობუსები უკვე ქუჩებში გამოჩნდებიან.

ავტობუსების სიგრძე 12 მეტრია, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა 110,8 მილიონი ევროა, რომელშიც შედის როგორც თავად ტრანსპორტი, ასევე დამტენები, რომლებიც მათი ელ. ენერგიით აღსაჭურვად არის აუცილებელი.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, თავდაპირველად დაგეგმილია 200 ავტობუსის შემოყვანა, ხოლო შემდეგ კიდევ 400 დაემატება და საზოგადოებას ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე 650-მდე ავტობუსი მოემსახურება.

 

onalem

ტესტ