fbpx
კატეგორიის გარეშე

ტრაგედია საბერძნეთში: ნასვამმა 76 წლის მოხუცმა ორი შვილის დედა მანქანით გაიტანა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა

საბერძნეთში, კერძოდ, ლარისაში, ადგილობრივი საზოგადოება შეძრა 41 წლის ქალის გარდაცვალებამ, რომელიც ნასვამ მძღოლს ემსხვერპლა. ორი შვილის დედა, იანულა კარაიუგა მოხუცმა თავისი მანქანით ნეაპოლის ტერიტორიაზე გაიტანა და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

როგორც შემოწმების შედეგად გაირკვა, მოხუცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ალკოჰოლის შემცველობა დასაშვებზე სამჯერ მაღალი ჰქონდა. მანქანა, რომლითაც ინციდენტი მოხდა, სასოფლო-სამეურნეო გამოყენების იყო.

41 წლის ქალბატონი დღეს დაკრძალეს, რაც შეეხება 76 წლის მამაკაცს, ის დაკავებულია და წაყენებული აქვს რამდენიმე ბრალდება: მანქანის სახიფათო მართვა, ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა.

ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მოხუცი საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და ვერ ხვდება, თუ როგორ მოხდა ინციდენტი, ასევე, ღრმა მწუხარებას უცხადებს 41 წლის იანულას ოჯახს.

onalem

ტესტ