fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში მიტანის სერვისის თანამშრომლები 12:00-დან 17:00 საათამდე მუშაობას შეწყვეტენ – გადაწყვეტილება შრომის სამინისტროდან

შრომის სამინისტროს გადაწყვეტილებით, როდესაც ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს, დაწესებულებები ვალდებულნი არიან, რომ საკუთარი თანამშრომლები, რომლებიც მიტანის სერვისზე მუშაობენ, დღის კონკრეტულ მონაკვეთში დაასვენონ.

კერძოდ, საუბარია მიტანის სერვისის თანამშრომლებზე (დელივერი), რომლებიც არ იმუშავებე 12:00-დან 17:00 საათამდე, როდესაც ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.

ამას გარდა, დამსაქმებლებმა უნდა იზრუნონ, რომ თუკი ეს სამსახურის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელია, თანამშრომლები გადაიყვანონ დისტანციურ მუშაობაზე და გააკეთონ საკუთარი საქმე სახლიდან.

როგორც უკვე ცნობილია,13-15 ივლისი საბერძნეთში ყველაზე “რთული” დღეები იქნება, ტემპერატურა მაქსიმალურად მოიმატებს და მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფები შუადღის საათებში გადაადგილებას უნდა მოერიდონ.

onalem

ტესტ