fbpx
საბერძნეთი

ათენი: პოლიციამ გაშიფრა თვითმარქვია ბუღალტრების დაჯგუფება, რომელმაც ხალხს 1 მილიონ ევრომდე გამოსძალა

დასავლეთ ატიკის უშიშროების ქვედირექციამ მნიშვნელოვანი ოპერაცია განახორციელა, კრიმინალური ორგანიზაციის გაშიფვრის თვალსაზრისით. როგორც ირკვევა, დადგენილია 10 პირის ვინაობა, რომელიც თავს ბუღალტრად (ლოგისტად) ასაღებდა და ხალხს, ძირითადად, მოხუცებს, დიდი რაოდენობით თანხას ართმევდა.

მათი საქმიანობა იმდენად აქტიური იყო, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე მოხუცებისგან 1.000.000 ევრომდე მიითვისეს, ისინი უკავშირებოდნენ მოხუცებს, ეუბნებოდნენ, რომ საგადასახადო სამსახურისგან გარკვეული თანხა ეკუთვნოდათ და უნდა გადაერიცხათ, შემდეგ კი, სხვადასხვა პირადი ინფორმაციის მითვისების საშუალებით, თანხებს პარავდნენ.

როგორც გამოძიების მასალებიდან ირკვევა, ისინი არ მოქმედებდნენ მხოლოდ ათენში, არამედ პოტენციურ მსხვერპლს ეძებდნენ თესალინიკსა და პატრაშიც, უკვე ოფიციალურად დადასტურებულია ამ ორ ქალაქში ხალხისთვის თანხის გამოძალვის ფაქტები.

 

onalem

ტესტ