fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მიმტანმა დამსაქმებელს ნამუშევარი თანხა მოსთხოვა, მან კი ისე სცემა, რომ ბიჭი საავადმყოფოში მოხვდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პარგას ტერიტორიაზე მოხდა, სადაც 20 წლის მიმტანი საკუთარმა დამსაქმებელმა ისე სცემა, რომ საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით მოხვდა, მიზეზი კი, ის იყო, რომ ახალგაზრდამ უბრალოდ საკუთარი ნამუშევარი თანხა მოითხოვა.

როგორც ირკვევა, დამსაქმებელი ახალგაზრდას ხელფასს უხდიდა ბანკის საშუალებით და ურიცხავდა თანხას, რომელიც არ შეესაბამებოდა კუთვნილ რაოდენობას და ზოგადად, არ ემთხვეოდა იმას, რაც შრომით ხელშეკრულებაში იყო გაწერილი და პარალელურად, თანხის გარკვეულ რაოდენობას შავად აძლევდა. 20 წლის ბიჭი არ ეთანხმებოდა ხელფასის მსგავსი სახით აღებას და მოითხოვა, რომ საგადასახადო სამსახურში დაფიქსირებულიყო ის რაოდენობა, რაც კანონით ეკუთვნოდა, შესაბამისად, გადახდილიყო დაზღვევისთვის განკუთვნილი თანხაც.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ტურისტული დაწესებულებების თანამშრომელთა ფედერაციამ შესაბამისი ზომები მიიღო და დაიწყეს სამართლებრივი პროცედურები. ასევე, დაუკავშირდნენ ახალგაზრდის ოჯახს, მხარდაჭერის გამოცხადების მიზნით.

onalem

ტესტ