fbpx
საბერძნეთი

შემოწმებები მაღაზიებში, ვიქტორიის მოედანზე: “აქ ჩვენ პანდემიის ბომბები გვაქვს”

გუშინდელი დღიდან ვიქტორიის მოედანზე მდებარე მაღაზიებში, ათენის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, შემოწმებების სერია დაიწყო. კონტროლი უკავშირდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას, ვინაიდან უამრავ მაღაზიაში პროდუქტი ანტისანიტარულ პირობებში იყიდება.

როგორც ირკვევა, ვიქტორიის მოედანზე ბევრ მაღაზიაში აქვთ ვადაგასული, გაფუჭებული და ზოგიც სრულიად გაურკვეველი წარმომავლობის პროდუქტი, რაც საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობას და პანდემიის ეპოქაში ეს ყველაფერი ორმაგი საფრთხის შემცველია.

ასეთი მაღაზიების შესახებ მონაცემები იგზავნება ათენის მუნიციპალიტეტში, რათა შემდგომ მოხდეს მათი დალუქვა. ამასთანავე, მეპატრონეები დაჯარიმდებიან 50.000 ევროთი.

onalem

ტესტ