fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: მამაკაცი ადვოკატს სასტიკად ცემით ემუქრებოდა 3,000 ევროს გამო, რომელიც გადაუხადა და საქმე მის სასარგებლოდ არ დასრულდა

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში საქმე აღიძრა 42 წლის მამაკაცის წინააღმდეგ, რომელიც საკუთარ ადვოკატს აშანტაჟებდა და მისთვის გადახდილი ფულის უკან გამოძალვას ცდილობდა.

საუბარია სერბეთის მოქალაქეზე, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, 2020 წლიდან 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებამდე უკავშირდებოდა ადვოკატს, რომელიც კონკრეტული საქმის შესასრულებლად ჰყავდა აყვანილი. ის ტელეფონის საშუალებით ემუქრებოდა მას, ეუბნებოდა, რომ სასტიკად გაუსწორდებოდა ფიზიკურად. პარალელურად, აშანტაჟებდა და ითხოვდა, რომ 3.000 ევრო უკან დაებრუნებინა.

როგორც ირკვევა, აღნიშნული თანხა ადვოკატმა საკუთარი პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად აიღო სერბი მამაკაცისგან, მაგრამ საქმე მის სასარგებლოდ არ დასრულდა, სწორედ ამიტომ, სერბმა ჩათვალა, რომ ადვოკატს თანხა უკან უნდა დაებრუნებინა, ძალადობრივი გზებით.

მისდა სამწუხაროდ, არა მხოლოდ თანხა ვერ დაიბრუნა უკან, მისი საქმე თესალონიკის პროკურატურას გადაეცა.

onalem

ტესტ