fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: ათობით სანტა კლაუსი თერმაიკოს ყურეში საშობაო განწყობის შესაქმნელად

თესალონიკში, თერმაიკოს ყურეში ათობით სანკა კლაუსი გამოჩნდა, რომ ტრადიციულად, მოსახლეობისთვის საშობაო განწყობა აემაღლებინათ.

ნიჩბოსანთა კლუბის 80-მდე წევრმა გადაწყვიტა, რომ სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილიყო და ზღვაში თავიანთი აღჭურვილობით გასულიყო. მათი სახალისო ჟესტის მიზანი ადგილობრივებისთვის იმის მინიშნება იყო, რომ არაჩვეულებრივი დღესასწაული ახლოვდება და ყველა აუცილებლად კარგ განწყობაზე უნდა იყოს.

სანტა-ნიჩბოსნობა, როგორც ამას უწოდებენ, უკვე მეექვსედ იმართება და ყოველთვის უჭერენ მხარს მოხალისეობრივ კლუბებს.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ