fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

განგაში ნიკეას საავადმყოფოში: 6 იმიგრანტ ბავშვს დღეს მუნის დიაგნოზი დაუსვეს

აღნიშნულ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. როგორც ირკვევა, დღეს შუადღეს ნიკეას საავადმყოფოში 6 ბავშვი ერთი და იგივე სიმპტომებით გადაიყვანეს. თითოეული მათგანი არასრულწლოვანი და უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

დაუზუსტებელი ცნობით, ბავშვები საავადმყოფოში მიგრანტთა ბანაკებიდან მოხვდნენ, სადაც არაადამიანური პირობებია.

შემოწმების შედეგად მათ მუნის დიაგნოზი დაუსვეს, რომლის გავრცელების ყველაზე ხელსაყრელი პირობებიც სწორედ ანტისანიტარიაა.

6-ივე ბავშვს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, რათა ზუსტად გაირკვეს, თუ რომელ სტადიაზეა მათი დაავადება.

onalem

ტესტ