fbpx
საბერძნეთი

“მძღოლებს თავად უნდა გადაეხადათ 2.000 ევრო, რომ ჯაჭვები არ ჰქონდათ” – სტეფანოს მანოს

ყოფილმა მინისტრმა, სტეფანოს მანომ, მედიასთან საუბრისას უამინდობის საკითხზე გაამახვილა ყურადება და განაცხადა, რომ ატიკის გზატკეცილზე ჩარჩენილი მძღოლები კომპენსაციას არ იმსახურებენ და პირიქით, თავად უნდა იხდიდნენ ჯარიმას, 2.000 ევროს ოდენობით, რადგან საბურავებზე ჯაჭვები არ ჰქონდათ.

“უამინდობის გამო სრული ისტერიკა იყო. სხვა ქვეყნებში ამ პრობლემას მედია სხვაგვარად უდგება. ნახეთ, რა ხდებოდა ამერიკაში ცოტა ხნის წინ, როდესაც მსგავსი მდგომარეობა იყო, ჩაკეტვის თვალსაზრისით. ძალიან ვიჩქარეთ კომპენსაციის მიცემა მძღოლებისთვის, რომლებსაც ჯაჭვები არ ჰქონდათ და გაცვეთილი საბურავებით დადიოდნენ. ჩვეულებრივ, ისინი უნდა იხდიდნენ ჯარიმას ამის გამო, 2.000 ევროს ოდენობით, იმ პრობლემებისთვის, რაც გზებზე შექმნეს.

ატიკის გზას არ შეეძლო გადაადგილებაზე აკრძალვის დაწესება, რადგან ამისთვის სამინისტროსგან ნებართვა უნდა ეთხოვათ,” აცხადებს მანო.

როგორც უკვე ცნობილია, კირიაკოს მიცოტაკიმ თითოეული მანქანის მძღოლისთვის 2.000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადაცემა დააწესა, რადგან თოვლის გამო საათობით ატიკის გზაზე ჩარჩნენ.

onalem

ტესტ