fbpx
საბერძნეთი

27 იანვარი – როგორ მუშაობს დღეს საჯარო და კერძო სექტორი, ტრანსპორტი და მაღაზიები?

დღეს, 27 იანვარს, საბერძეთში საჯარო და კერძო სექტორი მუშაობას აღადგენს. როგორც უკვე ცნობილია, საჯარო სექტორმა მუშაობა ნაწილობრივ დისტანციურად განაახლა, თანამშრომელთა ნაწილი კი ოფისებში დაბრუნდა იქ, სადაც გადაადგილება ფიზიკურად შესაძლებელია.

სასამართლოები დაკეტილი იქნება დღეს და ხვალაც.

რაც შეეხებათ კომერციულ მაღაზიებს, მათ მუშაობა აღადგინეს, მაგრამ სპეციალური გრაფიკით, 10:00-დან 18:00 საათამდე.

საგადასახადო სამსახურები (ეფორია) გაიხსნება შემდეგ უბნებში:

კიფისია, პალინი, ფსიხიკო, ხოლარგო, მარუსი, IB ათინონ.

არ იმუშავებს საკურიერო კერვისები, ასევე პროდუქტების შეკვეთის სერვისი (დელივერი).

რაც შეეხება საჯარო ტრანსპორტს, ავტობუსები და ტროლეიბუსები მოძრაობენ მხოლოდ იქ, სადაც გზები არ არის მოყინული, ΙΣΑΠ ანუ ილეკტრიკო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. ასევე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს მეტროს მე-2 და მე-3 ხაზი.

სკოლები დღეს და ხვალ დაკეტილი იქნება და გაკვეთილები დისტანციურად ჩატარდება.

 

 

onalem

ტესტ