fbpx
საბერძნეთი

პოლიციის მობილიზება ზოგრაფუზე: შეიარაღებული მოხუცი სახლში ჩაიკეტა და ჰაერში ისროდა – ოფიცრები შეჭრისთვის ემზადებიან

გუშინ ღამის შემდეგ ზოგრაფუზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსთან საგანგებო მდგომარეობაა შექმნილი – მობილიზებულია პოლიცია და როგორც ირკვევა, იგეგმება ბინაში შეჭრა.

როგორც გაირკვა, აღნიშნულ ბინაში მოხუცი მამაკაცი გამიზნულად ჩაიკეტა, შეიარაღებულია და მთელი ღამე ჰაერში უკონტროლოდ ისროდა. ΟΠΚΕ-ს ოფიცრები უახლოეს წუთებში აპირებენ, რომ სახლში შეიჭრან, რადგან მამაკაცი მათ არ ემორჩილება და განიარაღებას არ აპირებს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის სანადირო თოფიდან ისვრის და ეს ყველაფერი გუშინ, 22:00 საათიდან დღეს გამთენიამდე გრძელდებოდა.

ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო ბრიგადაც.

onalem

ტესტ