fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში მოხმარებული ელექტრო ენერგიის აღრიცხვის მეთოდი იცვლება – ჭკვიანი მრიცხველები, რომლებიც ბევრ რამეს შეცვლიან

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში შემოდის ცვლილება, რომელიც ეხება მოხმარებული ელექტრო ენერგიის აღრიცხვის წესს. ამ დროისთვის ΔΕΗ-სგან მოგვდის ქვითარი, რომელიც სხვადასხვა შინაარსისაა (ეკათარისტიკო, ენანტი).

როგორც ენერგეტიკის მინისტრი, თეოდოროს სკილაკაკისი აცხადებს, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ოჯახები ყოველ თვეში ზუსტად იმის შესაბამის თანხას გადაიხდიან, რამდენი ელ. ენერგიაც რეალურად მოიხმარეს.

ამრიგად, მრიცხველი, რომელიც ეტაპობრივად ყველას ექნება, აღრიცხავს მოხმარებულ ელ. ენერგიას ყოველთვეში და არა ყოველ 4 თვეში, როგორც ეს ახლა ხდება.

“ცვლილება ნელ-ნელა ამოქმედდება 2024 წლის იანვრიდან და ჩვენ უკვე გვყავს პერსონალი, რომელიც აქტიურად ეწვევა ყველა შენობას, მრიცხველის შეცვლის მიზნით, მრიცხველების შეცვლა უნდა მოხდეს მთელი საბერძნეთის მასშტაბით,” აცხადებს სკილაკაკისი.

როგორც ირკვევა, საუბარია სისტემაზე, რომელიც რეალურ დროში მიაწვდის ინფორმაციას მომხმარებლებს ელ. ენერგიის იმ რაოდენობის შესახებ, რომელსაც მოიხმარენ, მაგრამ ამავე დროს, ხელს შეუწყობს ელ.ენერგიის დაზოგვას. ჭკვიანი მრიცხველი გულისხმობს გამჭვირვალობას მოხმარების აღრიცხვისას. პარალელურად, თავიდან იქნება აცილებული დენის მოპარვის შემთხვევები.

onalem

ტესტ