fbpx
საბერძნეთი

“ომონიას სულ მალე ახალი სახით გადმოგცემთ” – ათენის მერის მიმართვა ომონიიდან

დღეს ათენის მერი, კოსტას ბაკოიანი ომონიაზე მივიდა და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ამასთანავე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის იქნება საბოლოოდ მზად ათენის ცენტრალური მოედანი.

როგორც ცნობილია, მან ბრძანება გასცა, რომ სამუშაოები დააჩქარონ, რადგან დროში ზედმეტად გაიწელა და ათენელებს ომონია განახლებული სახით მალე უნდა გადაეცეთ.

“პროექტი დაწყებულია და დიდი ხნის მანძილზე შეჩერებული იყო, თუმცა, ახლა განახლდება და ყველაფერი გაცილებით სწრაფად მოეწყობა. მჯერა, რომ ომონია არა მხოლოდ ფუნქციონალურად, არამედ ესთეტიურადაც უკეთესი იქნება. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ათენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილი. ჩვენ განვავითარებთ ომონიის ჩვენეულ დიზაინს და მთავარი მიზანი სწორედ მისი განახლებაა,” განაცხადა ქალაქის ახალმა მერმა.

 

onalem

ტესტ