fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის ტყეში, რომელიც იწვის, 18 ადამიანი დამწვარი იპოვეს – სავარაუდოდ, ისინი არალეგალი მიგრანტები არიან

ტრაგედიის შესახებ, რომელიც დადიას ტყეში მოხდა, ბერძნული მედია იუწყება. საუბარია ტყეზე, რომელიც ევროსში, თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე მდებარეობს და გუშინდელი დღიდან იწვის.

დადიას ტყეში ბერძენმა მეხანძრეებმა 18 ადამიანი იპოვეს დამწვარი. ჩანს, ისინი ორ ჯგუფად იყვნენ და გამომდინარე იქიდან, რომ არ ყოფილა არანაირი ინფორმაცია, ადგილობრივი ადამიანების გაუჩინარების შესახებ, მყარდება ვარაუდი, რომ გარდაცვლილები მიგრანტები არიან, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად შემოვიდნენ და ხანძარს ვერ გადაურჩნენ.

გუშინდელი დღიდან ყველა მსგავს ტერიტორიაზე გაიგზავნა მესიჯები, ევაკუაციის მოთხოვნით, შესაბამისად, ადგილობრივებმა იქაურობა დატოვეს. ერთადერთი, ვისაც შეიძლებოდა არ ჰქონოდა ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, სწორედ მიგრანტები იყვნენ, რომლებიც სამწუხაროდ, ცოცხლად დაიწვნენ.

ევროსის ტერიტორიაზე ხანძარი ამ დრომდე მძვინვარებს და ვითარების კონტროლის არეში მოქცევას მეხანძრეებს ქარი ურთულებთ.

onalem

ტესტ