fbpx
კატეგორიის გარეშე

დღეს და ხვალ საბერძნეთში ამინდის სახიფათო ფენომენი აქტიური იქნება – “მშრალი-ცხელი-ქარიანი”

მეტეოროლოგები საუბრობენ ამინდის სახიფათო ფენომენზე, რომელსაც ეწოდება “მშრალი-ცხელი-ქარიანი” და ის საბერძნეთში აქტიური იქნება მომდევნო ორი დღის მანძილზე, ანუ 22 და 23 აგვისტოს. ფენომენს ახასიათებს ჰაერის გასაკუთრებული სიმშრალე, შესაბამისად, მაღალი ტემპერატურა და ამავე დროს ქარი, რაც ხანძრების თვალსაზრისით რისკებს ზრდის.

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს და ხვალ ტყის ხანძრების გაჩენის განსაკუთრებით მაღალი რისკები ფიქსირდება შემდეგ ტერიტორიებზე: აღმოსავლეთ მაკედონია, თრაკი, ხალკიდიკი, თესალია, ეტოლოაკარნანია, ევია, ფოკიდა, ატიკა,ლაკონია, თასოს, სამოთრაკი და ა.შ.

ხოლო ხვალ, 23 აგვისტოს, მაღალი რისკის შემცველი ტერიტორიებია: ატიკა, კორინთია, არგოლიდა, თესალია, ლესვოს, ხიოს, ახაია, ფოკიდა, თრაკი, ევია.

იხილეთ გრაფიკულად:

onalem

ტესტ