fbpx
საბერძნეთი

პირადობის ახალმა მოწმობებმა ბერძნები პანიკაში ჩაყარა – მათი აზრით ეს სხეულში ჩიპის ჩადგმის წინაპირობაა

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში პირადობის ახალი მოწმობები გაიცემა, მათი ფორმა განსხვავებულია იმისგან, რაც აქამდე იყო და ჯერ კიდევ არის ძალაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი გრძელ რიგებში დგას, რათა განაცხადი გააკეთოს ახალი ბარათის ასაღებად, თუმცა, როგორც ბერძნული მედია იუწყება, არიან ისეთებიც, ვინც საერთოდ არ ემხრობა პირადობის ახალი მოწმობების გაცემას.

რა არის ამის მიზეზი?!

ბერძნების ნაწილი აცხადებს, რომ ახალ ბარათებში ჩამონტაჟებულია ჩიპი, ზოგს კი სჯერა, რომ ეს არის წინაპირობა იმისა, რომ სულ მალე თავად ადამიანების სხეულებში ჩადგან ჩიპები, რომელთა საშუალებითაც ნებისმიერ დროს შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ადამიანის შესახებ ინფორმაციისა და მისი ადგილმდებარეობის გაგება.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, 20 სექტემბრიდან საბერძნეთში ახალი მოწმობების გაცემა სავალდებულო იქნება, სწორედ ეს არის მიზეზი, რომლის გამოც ბევრი მოქალაქე არ ეთანხმება მათ აღებას. ისინი ფიქრობენ, რომ უნდა ჰქონდეთ არჩევანი. ახალი მოწმობა შეიცავს როგორც სახელსა და გვარს, ასევე ბიომეტრიულ მონაცემებსა და ΑΦΜ-ს, შესაბამისად, სამოქალაქო დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს ხდება მხოლოდ მოქალაქის უსაფრთხოების დასაცავად, რადგან იდენტობის გაყალბება ახალი მოწმობების არსებობის ფონზემ პრაქტიკულად შეუძლებელია.

onalem

ტესტ