fbpx
საბერძნეთი

უმძიმესი ვითარება საბერძნეთში – ხანძრის ათობით აქტიური კერა ევროსში, როდოპში, კავალაში, ევიასა და კითნოსზე

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ხანძრების მხრივ ვითარება უკიდურესად კრიტიკულია. ამ დროისთვის ევროსში ხანძრის 12 ახალი კერაა გაჩენილი, ხოლო ქარი კი, რომლის ძალაც 8-9 ბალს აღწევს, მეხანძრეებს მუშაობაში განსაკუთრებით უშლით ხელს. ამას გარდა, ხანძრები მძვინვარებს როდოპში, კავალაში, ვიოტიაში, ევიასა და კითნოსზე.

საბერძნეთში ჩამოსულები არიან ფრანგი მეხანძრეებიც, მხოლოდ ბოლო 24 საათში ტყის 64 ხანძარი გაჩნდა. როგორც ირკვევა, დაუყოვნებლივ დაატოვებინეს ახალშობილებს ალექსანდრუპოლის საავადმყოფო – 11 ბავშვი კავალას ტერიტორიაზე გადაიყვანეს, უსაფრთხო ადგილას, ხოლო იმ ტერიტორიაზე, სადაც კავალაშიც ხანძარია, მედია იუწყება, რომ 30 სახლი დაიწვა.

ალექსანდრუპოლის ტერიტორიაზე ამ დრომდე დამწვარია 25.000 ჰექტარი ტერიტორია, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი კი ხაზგასმით აცხადებს, რომ არ სჯერა, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით ხდება და ადამიანის ხელი არ ურევია, იქნება ეს შემთხვევით, თუ გამიზნულად გაჩენილი ცეცხლი.

onalem

ტესტ