fbpx
საბერძნეთი

“ქურდები ხართ” – ტურისტმა მიკონოსზე თევზსა და 4 ჭიქა სასმელში 711 ევრო გადაიხადა

როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არსებობენ ტურისტები, რომლებიც კუნძულ მიკონოსზე ჩადიან და ელოდებიან, რომ ყველაფერს ისეთივე ფასები ექნება, როგორც სხვა კუნძულებზე. ერთ-ერთი ასეთი აღმოჩნდა იტალიელი ტურისტი, რომელმაც პლატი გიალოს ტერიტორიაზე მდებარე ბარ-რესტორნის აივანზე დაჯდომა მოინდომა და შოკი მიიღო, როცა ბოლოს ანგარიში მიუტანეს.

როგორც ჩანს, იტალიელმა და მისმა თანმხლებებმა თევზის 1 საშუალო თეფში და 4 ჭიქა სასმელი შეუკვეთეს, საუბარია არაალკოჰოლურ სასმელზე, სამ ნატურალურ წვენსა და 1 კოქტეილზე, რომელიც ასევე უალკოჰოლო იყო. საბოლოოდ კი, როცა იქაურობა უნდა დაეტოვებინათ და ანგარიში მიუტანეს, აღმოაჩინეს, რომ 711 ევრო უნდა გადაეხადათ.

ტურისტი აღნიშნულ რესტორანს კუნძულის ყველაზე დიდ თაღლითობად ასახელებს და აღნიშნავს, რომ მზად იყო, პოლიციაში დაერეკა, თუმცა, დრო არ ჰქონდათ, ვინაიდან გემზე აგვიანდებოდათ.

ქვითარზე, რომელიც მან გაავრცელა, ჩანს პროდუქტების ღირებულებაც და 118 ევრო აღნიშნულია, როგორც “საჩუქარი” ტურისტებისგან. აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული რესტორანი სხვა დროსაც მოხვედრილა კრიტიკის ქარცეცხლში.

onalem

ტესტ