fbpx
ჯანმრთელობა

თითქმის დამარცხებული კორონავირუსი – ხუთშაბათს 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა საბერძნეთში

სოტირის ციოდრასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხუთშაბათს (16/4) საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 15 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, საერთო ჯამში კი 2.207 ადამიანია დაავადებული.

ქვეყანაში ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი ამ დროისთვის 105-ს უდრის.

საავადმყოფოებში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტებიდან 69 მართვითი სუნთქვის აპარატზეა გადაყვანილი.

საბერძნეთს ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ვირუსის გავრცელების მრუდზე. სახელმწიფომ შეძლო ის, რომ უკანასკნელ პოზიციებზეა როგორც ინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობით.

რაც შეეხება RO ინდექსს, საბერძნეთში ეს ინდექსი 1-ზე დაბალია, ანუ ნიშნავს, რომ ერთი ინფიცირებული ადამიანიდან უკვე თითქმის სხვა აღარავინ ინფიცირდება, სწორედ ამიტომ პანდემია სუსტდება და ქრება.

onalem

ტესტ