fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

საგანგებო ზომები ათენის საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის გამო!

გავრცელებული ინფორმაციით, ათენის სატრანსპორტო კომპანიამ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო მას შემდეგ, რაც საბერძნეთში კორონავირუსით დაინფიცირებული სამი ადამიანის შესახებ გახდა ცნობილი.

კერძოდ, იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება თავიდან ავირიდოთ, მეტროში, ავტობუსებსა და ტროლეიბუსებში მოხდება ბარიერებისა და სახელურების ყოველდღიური დეზინფექცია. აქცენტი გაკეთდება იმ ადგილებზე, რომლებსაც მგზავრები რეგულარულად ეხებიან.

ასევე, ეკრანებზე მუდმივად გამოჩნდება მესიჯები, რომლებიც ხალხს ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ექიმების რეკომენდაციით, რეგულარულად უნდა დავიბანოთ ხელები, გამოვიყენოთ ანტიბაქტერიული საპონი და გავიჩეროთ კანზე 20 წამი მაინც, მოვერიდოთ გაციებულებთან უშუალო კონტაქტს და ვატაროთ ნიღაბი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თავად ვართ ავად.

onalem

ტესტ