fbpx
საზოგადოება

“როცა 30 წლის წინ ათონის მთაზე წავედი” – სოტირის ციოდრასის მადლობა ეკლესიას

ინფექციურ დაავადებათა პროფესორმა, სოტირის ციოდრასმა დღევანდელი გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ეკლესიას და მორწმუნეებს, რომ გამოიჩინეს მოთმინება, გაგება და მიჰყვებიან სახელმწიფოს უხილავ მტერთან ბრძოლაში.

ამასთანავე, ციოდრასმა გაიხსენა ეპიზოდი საკუთარი გამოცდილებიდან, ეპიზოდი, რომელიც 30 წლის წინ მოხდა:

“როცა 30 წლის წინ ათონის მთაზე წავედი, როგორც სტუდენტი, ერთმა ბერმა მითხრა, რომ ადამიანის ღირსება და სათნოება არ არის გარეცხილი ტანსაცმელი, რომელსაც აივანზე ვკიდებთ, არამედ ეს არის შინაგანი მდგომარეობა, ცხოვრებისეული დამოკიდებულებები.

მადლობა უნდა გადავუხადოთ ეკლესიას და მორწმუნეებს, რომ მიჰყვებიან მთავრობის მითითებებს, ყველას ჯანმრთელობის დასაცავად.”

onalem

ტესტ