fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ემიგრანტმა ქალმა თავშესაფრის სამსახურში თვითმკვლელობა სცადა, რადგან მისი საქმის განხილვა არ დასრულდა

ბერძნული მედია შოკისმომგვრელი შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც იოანინაში, თავშესაფრის სამსახურში მოხდა.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ემიგრანტი ქალბატონი ადგილზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა, საკუთარ საქმესთან დაკავშირებული დეტალების გასარკვევად. როცა აღმოაჩინა, რომ მისი საქმის განხილვა დასასრულს არ უახლოვდებოდა და გადაწყვეტილება გამოტანილი ჯერ კიდევ არ იყო, სამწუხაროდ, საბუთებთან დაკავშირებულმა პრობლემამ იმდენად მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ ჯერ ლოცვა წაიკითხა, შემდეგ კი, ბასრი საგანი ამოიღო და თვითმკვლელობა სცადა.

იქ მყოფებმა მაშინვე შეატყობინეს პოლიციას და ადგილზე ოფიცრები მობილიზდნენ, რომელთაც დაუყოვნებლივ განაიარაღეს ქალი.

ვინაიდან ინციდენტი ბავშვების წინაშე მოხდა, სამართალდამცავებმა ისინი იქვე მდებარე საბავშვო ბაღში გადაიყვანეს, რათა დაემშვიდებინათ.

onalem

ტესტ