fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაბერძნეთი

განახლებული ინფორმაცია საბერძნეთიდან ამანათების გაგზავნასთან დაკავშირებით

საბერძნეთში მოქმედი ქართული ამანათების გადაზიდვის ოფისებთან დაკავშირებით Georgians.gr-მა დაზუსტებული ინფორმაცია მოიპოვა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ომონიაზე მდებარე ოფისებში საბერძნეთიდან საქართველოში ამანათების გაგზავნის საფასური ძვირდება და 1 კგ ამანათის გაგზავნა ეღირება 1, 50 ევრო, ნაცვლად 0,50 ევროსი, როგორც ეს აქამდე იყო.

რაც შეეხება საქართველოდან საბერძნეთში გამოგზავნას, საფასური იგივე რჩება – 1კგ 3 ევრო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ყველა ოფისის ხელმძღვანელობამ ერთობლივად მიიღო.

ფასების ცვლილება ხვალიდან იწყება!

onalem

ტესტ