fbpx
საბერძნეთი

პოლიციის ახალი ოფიცრები ათენში – მიხალის ხრისოხოიდის ბრძანებით უიარაღო ჯგუფები შეიქმნა

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრის, მიხალის ხრისოხოიდის მიერ შექმნილი ახალი ჯგუფები ათენის ქუჩებში პირველად გუშინ გამოვიდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ესენი არიან ოფიცრები, სახელად «Ο.Δ.Ο.Σ» იგივე დემონსტრაციებისა და აქციების სამენეჯმენტო ჯგუფი, რაც ნიშნავს, რომ თვალყურს ადევნებენ მსვლელობებსა და აქციებს, რომლებიც კარანტინის პირობებშია მოსალოდნელი.

ცხადია, გუშინ ამის საჭიროება იყო, ვინაიდან “პოლიტეხნიოს” დღესთან დაკავშირებით უამრავი ადამიანი შეიკრიბა და მოაწყვეს აქციები, რომლებიც საბოლოოდ პოლიციასთან დაპირისპირებით და დაკავებებით დასრულდა.

საერთო ჯამში იმუშავებს 35 ქალი და 25 მამაკაცი ოფიცერი, რომლებიც განსაზღვრავენ როგორ წარიმართება მსვლელობები, რამდენ სამოძრაო ზოლს დაიკავებენ დემონსტრანტები და ა.შ. ისინი იქნებიან უშუალო კონტაქტში აქციების ორგანიზატორებთან.

აღნიშნული ოფიცრები ატარებენ განსხვავებულ ფორმებს, რომელთა საშუალებითაც მარტივი იქნება მათი ამოცნობა და რაც მთავარია, არ ატარებენ იარაღს.

 

onalem

ტესტ