fbpx
საზოგადოება

ათენი: 300 ევროიანი ჯარიმა გაუუქმეს ქალს, რომელიც გუშინ “პოლიტეხნიოსთან” ყვავილის დასადებად მივიდა

საზოგადოების დიდი პროტესტი გამოიწვია გუშინ პოლიტეხნიოსთან მომხდარმა შემთხვევამ, როდესაც ქალბატონს პოლიციამ 300 ევროიანი ჯარიმა გამოუწერა, რადგან იქ ყვავილის დასადებად მივიდა.

როგორც ცნობილია, ის პირბადით იყო მისული და SMS-იც გაგზავნილი ჰქონდა, თუმცა, ამან ოფიცრების გადარწმუნება ვერ შეძლო.

როდესაც შემთხვევის შესახებ მედიის საშუალებით ცნობილი გახდა, საბერძნეთის პოლიციის უფროსის ბრძანებით ქალბატონს ჯარიმა გაუუქმდა და ის არაფერს გადაიხდის.

როგორც თავად აცხადებდა, პატივს სცემს ყველანაირ ზომებს, რომლებიც მთავრობას აქვს მიღებული, დადის პირბადით და მისული იყო სრულიად მარტო. ამოტომ ვერ ხედავდა მიზეზს, რის გამოც ჯარიმა გამოუწერეს.

 

onalem

ტესტ