fbpx
საბერძნეთი

კარანტინის გაგრძელების გეგმა საბერძნეთის მთავრობის მაგიდაზე – როდემდე გასტანს?!

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობა ქვეყანაში კარანტინის გაგრძელებას განიხილავს. ამ ეტაპისთვის მუშავდება არსებული მონაცემები და სწორედ ამ ყველაფრის ფონზე მოხდება გადაწყვეტილებების მიღება. საჭიროა, რომ ყოველდღიურად გამოვლენილ ინფიცირებულთა რიცხვი დაეცეს 500-მდე მაინც, რათა ზომები ეტაპობრივად მოიხსნას.

30 ნოემბრამდე დარჩენილია 12 დღე, რაც ექსპერტთა თქმით, არ არის საკმარისი ამ მიზნის მისაღწევად, სწორედ ამიტომ აქტიურად განიხილება კარანტინის გადავადების შესაძლებლობა.

პროფესორთა ნაწილის განცხადებით, სასურველ რიცხვებამდე მიღწევა შესაძლებელი იქნება დეკემბრის შუა რიცხვებში, მანამდე კი, კარანტინის მოხსნა კიდევ ორი კვირით უნდა გადავადდეს.

რაც შეეხება სხვადასხვა დაწესებულებების გახსნის საკითხს, იგეგმება, რომ ზომების მოხსნის პირველ ეტაპზე მუშაობა დაიწყონ სკოლებმა (დაწყებითი, საშუალო, უმაღლესი), რასაც მოჰყვება შემდეგ მაღაზიების გახსნა, რათა სადღესასწაულო განწყობა შეიქმნას, ხოლო ბოლო ეტაპზე გაიხსნება კაფე-ბარები და რესტორნები, რადგან სწორედ აღნიშნული დაწესებულებები მიიჩნევა ვირუსის გავრცელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ გარემოდ.

ამას გარდა, ექსპერტები აცხადებენ, რომ გაზაფხულამდე მოსალოდნელია კარანტინების პერიოდული დაწესება, ვინაიდან უნდა მოხდეს მოსახლეობის ვაქცინაცია უსაფრთხოდ და ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა შემცირდეს.

 

onalem

ტესტ