fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენიდან სალონიკში მიმავალი მატარებლის ავარიის დეტალები

მატარებლის ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთი სალონიკის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამრიგად, მსხვერპლთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.

21:45 წუთზე მატარებელი თესალონიკიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სადგურ ადენდროსთან ახლოს რელსებიდან გადავიდა. მასში 70 მგზავრი და სარკინიგზო კომპანიის 5 თანამშრომელი იმყოფებოდა.

როგორც ცნობილი გახდა, მგზავრებისა და თანამშრომლების ევაკუაციაში მონაწილეობა 28-მა მაშველმა და 12-მა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მიიღო.

ასევე, ადგილზე იმყოფებოდა 21 სახანძრო ბრიგადა 60 მაშველით, 15 ოფიცერი და 75-მდე ადგილობრივი პოლიციელი.

ავარიის მიზეზები

პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო ჯგუფი საფუძვლიანად იკვლევს ყველა გარემოებას და შედეგები ცნობილი პარასკევს გახდება.

როგორც OSE-ს გენერალური დირექტორი, კოსტას პეტრაკისი ამბობს, პარასკევს საგამოძიებო ჯგუფი საზოგადოებას პირველ დასკვნებს წარუდგენს. მისი თქმით, ეს ყველაზე საშინელი უბედური შემთხვევაა, რაც კი უნახავთ.

ხოლო ტრანსპორტის სამინისტროს არაოფიციალური და დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავარიის ძირითად მიზეზად მატარებლის სიჩქარე სახელდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 46 წლის მძღოლი, რომელიც ამ მატარებელს მართავდა, პოზიციაზე 2004 წლიდან მუშაობს და ნამდვილად საკმარისი გამოცდილება აქვს.

გამოძიება დაადგენს ავარიის გამომწვევ ყველა მიზეზსა და გარემოებას, თუ რატომ გადავარდა ის რელსებიდან. საქმეში ჩართულები არიან როგორც პოლიცია და პროკურატურა, ასევე ტექნიკური ექსპერტებიც.

onalem

ტესტ