fbpx
საბერძნეთი

12.500 ევროს ჯარიმა 75 წლის ბერძენს, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში ნახევარი ათენი მანქანით საპირისპირო მიმართულებით იარა

ეს საგზაო წესების დარღვევის კუთხით, ისტორიაში, ალბათ, ყველაზე დიდი ჯარიმაა, რაც კი ოდესმე დაწერილა. ათენში 75 წლის მამაკაცს 12.000 ევროს ოდენობის ჯარიმა გამოუწერეს, რადგან მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და გზაზე მოძრაობდა საპირისპირო მიმართულებით.

როგორც ჩანს, მამაკაცმა თავისი “რბოლა” ვასილისის სოფიას გამზირიდან დაიწყო, სადაც პოლიციამ შენიშნა, რომ უკუღმა მოძრაობდა, ცხადია, მისცეს ნიშანი, რომ გაეჩერებინა, მაგრამ პოლიციელების მინიშნება დააიგნორა და საგზაო მოძრაობის ყველა წესის დარღვევა გააგრძელა.

ის უკუღმა მოძრაობდა კოლონაკიდან აბელოკიპის მიმართულებით და საბოლოოდ, მესოგიონზე გავიდა, შემდეგ სვლა გააგრძელა, გაიარა ყველა წითელ შუქნიშანზე, გადაიარა ტროტუარებსა და ტრამვაის ხაზზე და პალინამდე ჩავიდა, სადაც ხელბორკილები დაადეს.

პოლიცია მთელი გზა მიჰყვებოდა და ოფიცრები მინიშნებებს აძლევდნენ, რომ გაეჩერებინა, მაგრამ მისი დაკავების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ყველაფერთან ერთად ნასვამიც იყო.

არსებული ინფორმაციით, მას 12.500 ევროს ჯარიმა დაუწერეს და მართვის მოწმობა ჩამოართეს 1,160 დღით.

onalem

ტესტ