fbpx
საბერძნეთი

სავალდებულო კარანტინი “ომიკრონის” ვარიანტის გამო – ნახეთ, ვის ეხება?!

კორონავირუსის ახალმა ვარიანტმა მსოფლიო შეაშფოთა და შესაბამისი ზომები მიიღო საბერძნეთმაც. ირკვევა, რომ ბერძნული ოჯახები, რომლებიც აფრიკულ ქვეყნებში ცხოვრობენ და დღესასწაულებისთვის სამშობლოში ბრუნდებიან, სავალდებულო კარანტინში მოხვდებიან.

იზოლაციის პირობებში უკვე გადავიდა საბერძნეთის 5 მოქალაქე, რომელთაც აფრიკული ქვეყნებიდან ჩამოსვლის შემდეგ, კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ და პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, თუმცა, 10 დღიანი კარანტინი ამიერიდან ვალდებულება ხდება.

საუბარია შემდეგ ქვეყნებზე: ბოსტვანა, ნამიბია, ლესოთო, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ზამბია, მალავი, ესვატინი, მალავი. აღნიშნული ქვეყნებიდან საბერძნეთში შემოსვლა შესაძლებელია მხოლოდ საბერძნეთის მოქალაქეთათვის, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შემთხვევაში, მხოლოდ განსაკუთრებული, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში.

თითოეული მგზავრი ექვემდებარება 10 დღიან კარანტინს, რომელსაც სპეციალური სასტუმროებში გაივლიან.

არსებული ინფორმაციით, ბოსტვანაში მცხოვრები 40 ბერძნული ოჯახი შობისთვის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავდა, მაგრამ სავალდებულო კარანტინის გამო ისინი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

 

onalem

ტესტ