fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

დღეს საბერძნეთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა – “ჩრდილოეთ მაკედონია” დაიბადა

დღეს საბერძნეთი ისტორიულ დღეს აღნიშნავს. საპარლამენტო ხმების უმრავლესობით “პრესპას” შეთანხმების რატიფიცირება მოხდა. 153-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას, ხოლო 146-მა ნეგატიური პოზიცია დააფიქსირა, მხოლოდ ერთმა შეიკავა თავი ხმის მიცემისგან.

“დღეს ჩვენ ვწერთ ახალ ფურცელს ბალკანელებისთვის. ნაციონალიზმის სიძულვილს, კონფლიქტსა და უთანხმოებას, მეგობრობაში, მშვიდობასა და თანამშრომლობაში გადავზრდით. ორივე ქვეყნის მომდევნო თაობა ვალში იქნება იმ დეპუტატების წინაშე, რომელთაც გაბედეს და მომავალ მშვიდობას, სოლიდარობას და ორ ერს შორის ჰარმონიულ თანაცხოვრებას საფუძველი ჩაუყარეს. 

“ჩრდილოეთ მაკედონია”, რომელიც დღეს დაიბადა, იქნება მეგობრული სახელმწიფო. საბერძნეთის მოკავშირე და მხარდამჭერი, უსაფრთხოების, სტაბილურობის და განვითარებისკენ სწრაფვაში რეგიონში.”

“პრესპას” შეთანხმებას ძირითადად “ახალი დემოკრატიის” წევრები ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა, გადაწყდა: ახლა არსებობს ქვეყანა “ჩრდილოეთ მაკედონია”, ყოფლი იუგოსლავიის რესპუბლიკის ნაცვლად და მაკედონია, რომელიც საბერძნეთის პროვინციაა. როგორც ციპრამ განაცხადა, სიტყვა “ჩრდილოეთი” გარკვევით უსვამს ხაზს განსხვავებას.

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ზორან ზაევმა კი სოციალურ ქსელში ციპრას “ისტორიული გამარჯვება” და გრძელვადიანი დავის დასრულება მიულოცა.

onalem

ტესტ