fbpx
სპორტი

ახალგაზრდა ბერძენი ლეგენდა ავსტრალიიდან 1.25 მილიონი დოლარით ბრუნდება

20 წლის უნიჭიერესი და უკვე პირველი ბერძენი, რომელმაც ჩოგბურთში ამხელა წარმატების მიღწევა შეძლო,  Australian Open-ს გამოეთიშა. მისთვის N2 მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე, რაფაელ ნადალი ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა, სტეფანოს ციციპამ შეძლო და საბერძნეთი ჩოგბურთის რუკაზე “დადო”. მისით მთელი ქვეყანა ამაყობს.

შეგახსენებთ, რომ სტეფანოს ციციპამ ჯერ ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა, შემდეგ კი, ასევე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეს, როჯერ ფედერერს სძლია. ეს იყო გამარჯვება, რომლისაც თავადაც არ სჯეროდა.

ციციპა მხოლოდ 20 წლის არის და როგორც თითოეული მისი მოწინააღმდეგე ამბობს, მას ყველაფერი აქვს რომ გახდეს N1.

და ბოლოს… ის ტურნირიდან 1.25 მილიონი დოლარით ბრუნდება.

onalem

ტესტ