fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

16 წლის გოგონა ათენში, საკუთარი სახლიდან გაუჩინარდა

საბერძნეთის პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას, 16 წლის გოგონას შესახებ, რომელიც ათენში, საკუთარი სახლიდან გაუჩინარდა. საქმე იდუმალებით არის მოცული, ვინაიდან მისი კვალიც კი არსად ჩანს.

პოლიციას ორგანიზაციამ “ბავშვის ღიმილი” შეატყობინა, რომ ოთხშაბათს, დაახლოებით საღამოს 19:00 საათზე, 16 წლის ესმერალდა სახლიდან გაქრა.

გოგონას სიმაღლეა 1,60 მეტრი, იწონის 53 კგ-ს, აქვს შავი თმა და ყავისფერი თვალები.

გაუჩინარების დღეს ეცვა ჯინსი, შავი მაისური და მონაცრისფრო-თეთრი ფეხსაცმელი.

პოლიცია საზოგადოებისგან ითხოვს, თუკი ვინმეს რაიმე ინფორმაცია გააჩნია, დაუკავშირდნენ მათ ნებისმიერ დეპარტამენტს ან ორგანიზაციას “ბავშვის ღიმილი” ნომერზე 116000.


onalem

ტესტ