fbpx
საზოგადოება

“მამაკაცმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო, გოგონა კი, საათების მანძილზე უცდიდა სასწრაფო დახმარებას და დაიღუპა” – კრეტაზე მანქანა კლდიდან გადავარდა

ტრაგედია კრეტაზე, კერძოდ, გავდოს ტერიტორიაზე მოხდა. დაღუპულია ახალგაზრდა გოგონა, რომელიც კლდიდან გადავარდნილ მანქანაში საათების მანძილზე იყო გაჭედილი და საბოლოოდ, როცა ექიმებმა მიუვალ ადგილამდე ჩაღწევა შეძლეს, გარდაცვლილი დახვდათ.

ინციდენტი გამთენიისას მოხდა. მანქანა, რომელშიც გოგონა და კიდევ ერთი მამაკაცი ისხდნენ, კლდიდან გადავარდა. ირკვევა, რომ მამაკაცმა ღრმად ჩავარდნამდე გარეთ გადმოსვლა შეძლო და მსუბუქი დაზიანებები მიიღო, გოგონამ კი რეაგირება ვერ მოასწრო და მანქანით რამდენიმე მეტრზე გადავარდა.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ადგილი საკმაოდ მიუვალია, სასწრაფო დახმარების ექიმებმა იქ ჩასვლა მხოლოდ დილის 10 საათზე შეძლეს. გოგონა, რომელსაც უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა მიღებული, მათ საათების მანძილზე უცდიდა და უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

არსებული ცნობებით, გოგონა კერკირადან იყო, ხოლო მამაკაცი რეთიმნოდან არის წარმოშობით.

ინციდენტის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

onalem

ტესტ